Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:
რამდენი ხართ ოჯახში?

2.პროექტის მთავარი იდეა(თემა);
დაადგინონ ოჯახში მცხოვრებთა რაოდენობა და მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები.

3.პროექტის აქტუალობა;
იგი შეუწყობს ხელს მოსწავლეებს უნარ ჩვევების დაუფლებას,ასევე მონაცემთა მოპოვებასა და რიცხვით მახასიათებლებთან დაკავშირებული ცოდნის რეალურად გამოყენებას.

4.პროექტის მიზნები;
მოსწავლეებმა შეძლონ მონაცემთა მოპოვება და რიცხვითი მახასიათებლების დადგენა ყოფა–ცხოვრებაში.

5.მონაწილეთა ასაკი;
13–14 წელი

6.ვადები/ხანგრძლივობა:
2 თვე.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას;
დადგინდება ოჯახში მცხოვრებთა რაოდენობა,მონაცემთა რიცხვითი მახასიათებლები:საშუალოდ რამდენ სულიანი ოჯახია სოფელ ღოუბანში,ასევე მონაცემთა დიაპაზონი,მოდა.მოწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას და მიღებული შედეგები განთავსდება ბლოგზე.

8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კალამი, რვეული,წინასწარ დაბეჭდილი ცხრილები მონაცემთა შესატანათ,კომპიუტერი,ინტერნეტი.

9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეთაგან ჩამოყალიბებთ საპროექტო ჯგუფს ,შემუშავდება გეგმა და ჯგუფში  გადანაწილდება მოვალეობები. მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებს ოჯახში მცხოვრებთა რაოდენობის შესახებ.მოსწავლეთა ნაწილი ახდენს მონაცემთა წარმოდგენას ხელსაყრელი ფორმით; როგორიცაა: ცხრილის სახით ასევე დიაგრამების სახით.გამოიანგარიშებენ მონაცემთა რიცხვით მახასიათებლებს.ამის შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას და შემდეგ საბოლოო შედეგი განთავსდება ბლოგზე.
მოსწავლეთა აქტივობების მიხედვით მოხდება მათი შეფასება.
                                                                                   
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათ. VII.16. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზ ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.


11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
ვარამაშვილი მარინა
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
marivamashvili@gmail.com ge
13.პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
http:marivaramashvili5.blogspot.com